თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაცია სავარაუდოდ 7 ნოემბერს დასრულდება
როგორც knews.ge–ს თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩუხიშვილმა განუცხადა, ეზოს კეთილმოწყობა თითქმის დასრულდა, მოიხრეშა და დაიგო ფილები.
“ამ დროისათვის შიდა სამუშაოები სამუშაოები მიმდინარეობს იმ შენობაში, სადაც გალერეა, ფონდსაცავი და მუზეუმი უნდა განთავსდეს. ვფიქრობთ, რომ ისტორიული მუზეუმის რეაბლიტაცია ერეკლეობის დღესასწაულისთვის უნდა დასრულდეს”,-განუცხადა knews.ge–ს გურამ ურჩუხიშვილმა.
ბატონის ციხის კომპლექსის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 7 მილიონამდე ლარია. პროექტის განხორციელების ძირითადი მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება, კახეთის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა და ტურიზმის განვითარებაა. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია “ჯავა” ახორციელებს.
ბატონის სასახლეს რესტავრაცია გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა.