1. გოჭების მარათონი – მეხუთე გადაცემა
როგორც წინა გადაცემებიდან შეიტყეთ, პროექტმა MOLI-მ ორი სხვადასხვა საოჯახო ფერმისთვის შეიძინა დიუროკისა და ჰერმფშირის ამერიკული ჯიშის 4 გოჭი, რომლებიც კვების ორი სხვადასხვა მეთოდით: ტრადიციული ქართული და ახლებური საკვების გამოყენებით იზრდებიან.
2 გოჭს ახმეტაში მცხოვრები ზვიად ჩოლოყაშვილის საოჯახო მეურნეობაში ტრადიციული მეთოდოლოგიით, ხოლო მეორე 2 გოჭს კვების თანამედროვე მეთოდების და საკვების გამოყენებით, ნათელა მამუჩარაშვილის ოჯახში მდებარე ფერმერულ მეურნეობაში ზრდიან.
ზვიადი უკვე 20 წელია, რაც ღორებს ტრადიციული მეთოდით ზრდის. ის ირწმუნება, რომ ამ მეთოდით გაზრდილი ღორი გამოირჩევა როგორც გემოვნური თვისებებით, ასევე საოჯახო სარგებლობისათვის მომგებიანია. ფერმერი გოჭებს საკუთარ ბოსტანში მოყვანილი იონჯითა და სიმინდით კვებავს.
ფერმერი ნათელა მამუჩარაშვილი გოჭებს ინვეტ FEED–ის კომბინირებული საკვებით ზრდის. მას მიაჩნია, რომ ვიტამინებით გაჯერებული საკვების დახმარებით, რომელიც გამდიდრებულია მინერალებით, გოჭები წონაშიც მალე მოიმატებენ და ხორცი გემოვნური თვისებებითაც გამორჩეული იქნება.
გოჭების გაზრდისთვის უპირველეს ყოვლისა აუცილებელია სადგომის მოწყობა და სადეზინფექციო სამუშაოს ჩატარება. გოჭები კი უნდა შეირჩეს ჯიშობრივი მახასიათებლის მიხედვით. ორივე გოჭს სჭირდება განსხვავებული მოვლა, კვება და შენახვა, გარემო პირობები. თავის დროზე საკვების მიცემა, დაწყურება, ვენტილაცია, ზოოჰიგიენური პირობების დაცვა, ანტიპარაზიტებზე დროული დამუშავება, ვაქცინაცია და სხვა. მეღორეობის ძირითადი საფუძველი სრულფასოვანი საკვებია.
ნათელა მამუჩარაშვილი, ფერმერი სოფელ მატნიდან
სოსო გურგენიძე, ინვეტის ექიმი–ვეტერინარი
ზვიად ყოლოყაშვილი, ფერმერი ახმეტიდან
გადაცემის მხარდამჭერია პროექტი „MOLI კახეთში“, რომელსაც ახორციელებს შვეიცარული არასამთავრობო ორგანიზაცია „HEKS/EPER – ის ოფისი სამხრეთ კავკასიაში“, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით.
The program is facilitated by MOLI in Kakheti project implemented by HEKS/EPER office in South Caucasus, funded by the Swiss Government.