რკინიგზის დეპარტამენტის კახეთის რეგიონის თანამშრომელთა აქციაზე ინციდენტი მოხდა
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოშიმშილეებმა კარავი გაშალეს, ხოლო პოლიციის თანამარომლებმა მისი დაშლა დაიწყეს.
„ჩვენ რკინიგზის დეპარტამენტის შენობის წინ კარავი გავშალეთ. სამართალდამცველებმა კი აქციის დაშლა ან კარვის სხვა ადგილას გადატანა დაგვავალეს, თუმცა ჩვენ ამ წინადადებაზე არ დავთანხმდით. პოლიციამ კარავი ძალისმიერი მეთოდით დაშალა. ჩვენ გვაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, რომ სადაც გვინდა, იქ გავმართოთ აქცია“, – განუცხადა knews.ge–ს საქარველოს რკინიგზის კახეთის რეგიონის თანამშრომელმა უჩა ღვთისიაშვილმა.
მოშიმშილეები გურჯაანის რკინიგზის სამსახურში მუშაობდნენ, თუმცა სამუშაო ადგილების შემცირების გამო სადახლოს განყოფილებაში გადაიყვანეს. ისინი სწორედ ამ ცვლილებას აპროტესტებენ და თავდაპირველ სამუშაო ადგილზე დაბრუნებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა ბანერებიც გამოფინეს წარწერებით – ” რკინიგზის მენეჯმენტი რკინიგზელებს 7 აშიმშილებს”, “მენეჯმენტს რკინიგზელების არ ესმის”.
რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე მოშიმშილეთა აქციას სახალხო დამცველის წარმომადგენელი აკვირდება.
ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელი ნინო ათაბეგაშვილი მოშიმშილეებს და ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს გაესაუბრა, კონკრეტულ დასკვნას კი უჩა ნანუაშვილის უწყება მოგვიანებით დადებს.