ახმეტაში ბახტრიონი რიზორთის ინვესტორებისთვის შეთავაზება სექტემბერში განახლდება
პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიის White Group-ის დირექტორის, გიორგი გონჯილაშვილის ინფორმაციით, საუბარია ახმეტის რაიონის სოფელ ხორბალოს მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო კომპლექს „ბახტრიონი რიზორთის” მშენებლობაზე. მისივე თქმით, პროექტის განხორციელება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან შექმნილი პრობლემების გამო 2015 წლის ოქტომბრიდან შეჩერებულია. შექმნილი გაუგებრობების გამო ბოლო პერიოდში პროექტზე უკვე ინვესტორების სამმა ჯგუფმა, მათ შორის ფრანგულმა „აკორი ჯგუფმა”, თქვა უარი.
„მივხვდით, რომ მანამდე აზრი არ აქვს. ასე ჯობს. ჯერ გადაიჭრას ყევლა პრობლემა, აქ, ადგილობრივად დავლაგეთ და შემდეგ განვაახლებთ მოლაპარაკებებს. აღნიშნულ ტერიტორია, ასევე სასტუმროს შენობების აშენებასთან ერთად, დიდი და პატარა საცურაო აუზების მშენებლობა, ვენახის, ხეხილის ბაღებისა და თხილის პლანტაციების გაშენება, მარნის, სადეგუსტაციო დარბაზისა და ღვინის მინი ქარხნის მშენებლობა, საჯინიბოსა და სხვა ინფრაქტრუქტურის მოწყობა იგეგმება. თავდაპირველად ნათქვამი იყო, რომ ახმეტაში „ბახტრიონი რიზორთის განვითარებაზე 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, თუმცა შემდეგ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით ინვესტიციის ოდენობა გაორმაგდა“, – აცხადებს „კომერსანტთან” საუბრისას გონჯილაშვილი.
სამშენებლო კომპანია White Group ახმეტაში სასტუმრო კომპლექს „ბახტრიონი რიზორთის მშენებლობას, პრივატიზაციის მოთხოვნაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უარის გამო 2015 წლიდან ვერ ახერხებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია ეკონომიკის სამინისტროც.