ახალი ამბები

სოფელ ლეჩურის მკვიდრი ნაპოვნი შვლის ნუკრისთვის დახმარებას ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მას ფეხები აქვს დაზიანებული, რომელიც, სავარაუდოდ, ავტომანქანის დაჯახებამ გამოიწვია.
,,მე შემოვიყვანე სახლში. დაზიანებები ძირითადად უკანა ფეხებზე აღენიშნება და არ ვიცი, რით ვუშველო, აქ არც ვეტერინარი გვყავს და არც სხვაგან შემიძლია მისი წაყვანა,” – განაცხადა ლეჩურის მკვიდრმა ვაჟა ნარიმანიძემ.