ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 22 ოქტომბერს ჩატარდება
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობასთან შეთანხმებით გადაწყვეტილია, რომ არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება.
გიორგი მარგველაშვილს კონკრეტული დღე არ დაუსახელებია, თუმცა ოქტომბრის მესამე კვირის ბოლო დღე 22 ოქტომბერია.
ოფიციალური აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ არჩევნებამდე 60 დღით ადრე, ანუ მიმდინდარე თვის ბოლოს გამოიცემა და აგვისტოს ბოლოდან ოფიციალურად საარჩევნო კამპანიაც გაიხსნება.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების მიხედვით მუნიციპალიტეტებში გამგებლის თანამდებობა გაუქმდა. მოსახლეობა თვითმმართველ ერთეულებში მერებს აირჩევს.