საგარეჯოში ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციის შესახებ ბანერები განთავსდა
ღონისძიების ორგანიზატორის, საინიციატივო ჯგუფის წევრის სოფო როსტიაშვილის თქმით, კამპანის მიზანს კონსტიტუციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
,,ბანერებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჩვენი ინიციატივით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა 6 ბანერი, რომლებზეც წერია მუხლები საქართველოს კონსტიტუციიდან, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. ღონისძიებებში მოსახლეობის გარდა, ასევე მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გვინდა მოსახლეობა იყოს დაინტერესებული ამ კუთხით და ინფორმირებული თავიაანთ უფლებებზე. ჩვენ აღნიშნული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიება ჩავატარეთ. ვფიქრობთ მიზანს მივაღწიეთ, რადგან მოქალაქეები აქტიურობდნენ და საკუთარი სურვილითაც ჩაერთვნენ პროექტში’’, – განუცხადა knews.ge-ს სოფო როსტიაშვილმა.
პროექტი განახორციელა საინიციატივო ჯგუფმა ,,SMART INIT’’ პლატფორმა “ინიციატივის” ფარგლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით.