ახალი ამბები

ხვალ ლაგოდეხში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი დაიხურება

ღონისძიების დასასრულს ცნობილი ქართველი ბლუზმენის, გია ძაგნიძის საიუბილეო კონცერტი გაიმართება. გია თავის ჯგუფ „მოდერნ ბლუზ ბენდთან“ ერთად შეასრულებს კარგად ნაცნობ საავტორო კომპოზიციებს. კონცერტში მონაწილეობენ ძაგნიძის მეგობრები, სხვადასხვა ჟანრის ცნობილი მუსიკოსები. 
ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი ლაგოდეხში ორი დღისგანმავლობაში მიმდინარეობდა. ბლუზვილიჯის სცენაზე გამოვიდნენ ჩიკაგოს ფესტივალების ჰედლაინერი შერონ ლუისი, ბლუზის და ჯაზის ვოკალისტი, შანა ვოთერსტოუნი, გიტარისტი სტივ მორისონი, მოგზაური ბლუზმენი ვულფმეილი და სხვა მომღერლები თუ ინსტუმენტალისტები.
საქართველოში პირველი საერთაშორისო ბლუზფესტივალი BLUES&WINE – BlUES VILLAGE საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ტურიზმის დეპარტამენტის თანადგომითა და მხარდაჭერით ჩატარდა.
ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი ლაგოდეხში ტურისტული პოტენციალის გაზრდაა.