ევროპული საქართველოდან გურჯაანის მერობის კანდიდატი გოგა პეტრუზაშვილი იქნება
პეტრუზაშვილი პარტიის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ წარადგინეს.
,,გოგა პეტრუზაშვილი მოშაობდა გამგებლის მოადგილე რამდენიმე წლის წინ, შესაბამისად, იცის ყველა ის პრობლემა, თუ რა ჭირდება რაიონს განვითარებისთვის. უნდა ამუშავდეს დაგროვილი პეტიანციალი იმისათვის რომ შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
,,გურჯაანში კახელ გლეხებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ძალიან უჭირს. პროდუქტის ფასები და რეალიზაცია ყველა სეზონის პრობლემა. ამის აგრდა არის ბევრი სხვა პრობლემა მოსაგვარებელი”, – განუცხადა knews.ge-ს პტერუზაშვილმა.
ამომრჩევლებს ,,ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ კი საარჩევნო პროგრამა გააცნო.
,,თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია-დანამატები და ეს თანხმა პენსიის გაზრდას მოხმარდება. ჩვენი დაპირებაა ყველა რაიონში საპენსიო დანამატის შემოღება, უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარებების აღდგენა, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემების მოგვარება, კანალიზაცია, გზები, გაზიფიკაცია. ამ საკითხების მოგვარება არის საფუძველი იმისა, რომ ხალხმა იცხოვროს უკეთესად”, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.