სტატიები

კარდენახში 25 წლის მეფუტკრე ყვავილის მტევრს აწარმოებს

მეფუტკრე ამბობს, რომ 1კილოგრამის ღირებულება 100-დან 150 ლარამდე მერყეობს. ამჟამად ის ყვავილის მტევერის რეალიაზაციას ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახორციელებს. მისი ინფორმაციით, საქართველოში ის ერთადერთი ფერმერია, რომელიც ფუტკრის მტვერს აწარმოებს.
„ფუტკარი ყვავილის მტვერს იღლიებში იგროვებს, ანერწყვიანებს რომ არ ჩამოსცვივდეს და შემდეგ ბარტყს აჭმევს. კვირაში ერთხელ 200-300 გრამამდე ყვავილის მტვერის აღებაა შესაძლებელი. ახლა 20 სკა მყავს, მაგრამ მხოლოდ 2 სკაა ისეთი, რომელსაც ფუტკრის მტვერის დაგროვება შეუძლია, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ ვყიდი. ფუტკრის მტვრის წარმოების დაწყების იდეა მამაჩემის მეგობარმა მომაწოდა. თავად ის წარმეტებული მეფიტკრეა. ამ საქმიანობას დაახლოებით 8 წელია რაც მივდევ“, – განუცხადა knews.ge–ს ავთანდილ ბერიშვილმა. 
მისივე მტკიცებით, ყვავილის მტვერი უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და მას სიმსივნის საწინაამდეგოდაც იყენებენ. 
,,ყვავილოვანი მტვრის ფუნქცია ადამიანის დაცვაა ინსულტისა და ინფარქტისაგან, რის გამოც პირველი პრეპარატია გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებისათვის. ყვავილის მტვერს გააჩნია რეგენერაციის, დაზიანებული ქსოვილის აღდგენის უნარი, მათ შორის ღვიძლის ქსოვილისიც. ამიტომ ის საუკეთესოა ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადების აღსაკვეთად. მას აქვს ორგანიზმის გაკაჟების, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების ამაღლების, სქესობრივი პოტენციალის აღდგენის, ე.ი. იმუნური სისტემის ამაღლების უნარი. მისი მიღებით მოწესრიგდება ქალებში უნაყოფობა და ჰორმონალური ფუნქციის მოშლა, მამაკაცებში კი – სპერმაზოდოიდის ნაკლებსიცოცხლისუნარიანობის პრობლემები. ყვავილების მტვერს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტიც. ამიტომ, მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერი კეთილთვისებიანი სიმსივნისა და ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაშიც. ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. ყვავილის მტვერი ფლობს მკვეთრად გამოხატულ ანტიბაქტერიულ ეფექტს. ამიტომ მისი გამოყენება დაგვეხმარება ინფექციური დაავადებებისას და გაცივების დროს. კარგ შედეგს იძლევა მტვერი ადრეული დაბერებისა და ასაკობრივი სისუსტეების შემთხვევაში. გარდა ამისა, საუკეთესოა ქირურგიული, ოპერაციიის შემდგომი და ინტოქსიკაციის შემთხვევებშიც. რეკომენდებულია აგრეთვე ფიზიკურად და გონებრივად მომუშავე, დაღლილი და გამოფიტული ადამიანებისთვისაც“, – აღნიშნავს ავთანდილ ბერიშვილი. 
ავთანდილი ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელში ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგარამაზე სწავლობს. მას თბილისში აქვს ღვინის მაღაზია, სადაც ოჯახში დამზადებულ ალკოჰოლურ სასმელებს ყიდის. ფერმერი სამომავლოდ ფუტკრის დედის რძის წარმოების დაწყებასაც გეგმავს.