15 აგვისტოდან დაწესებულებებს ხმაურისთვის დააჯარიმებენ
ცვლილებების მიხედვით, განისაზღვრა ხმაურის დასაშვები ნორმა, რომელიც დაწესებულებებისთვის სხვადასხვაა.
საცხოვრებელსა და საძინებელში დღისით შემღწევი ხმაური 35 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს, ღამით კი 30-ს.
მოსალოდნელი ცვლილებებით, სავაჭრო დაწესებულებებში ხმაურის დასაშვები ნორმა 55 დეციბელია. სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებებში 40-ზე მეტი დეციბელი ხმაურის გამოწვევა დაჯარიმდება.
სასწავლო და სამკითხველო დაწესებულებებში კი ხმაური 35 დეციბელზე მეტი არ უნდა იყოს.
თუ ბარებსა და რესტორნებს ექვს და უფრო ნაკლებსართულიანი კორპუსი ესაზღვრება, დღის საათებში დასაშვები ნორმა 50 დეციბელია, ხოლო ღამით – 40.
ხმაურის გამომწვევი ფიზიკური თუ იურიდიული პირი თავდაპირველად გაფრთხილებას მიიღებს, განმეორების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება. სამომავლოდ კი ჯარიმის რაოდენობა გაორმაგდება.