ახალი ამბები

პირუტყვის სასაკლაოზე დასაკლავად ცხოველის საყურე ნიშნით იდენტიფიცირება სავალდებულო იქნება

საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით, პირუტყვის სასაკლაოზე დასაკლავად ცხოველი საყურე ნიშნით იდენტიფიცირება სავალდებული იქნება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსისის მოადგილის, პაატა ქურდაძის განმარტებით, რეგულაცია, რომელიც ძალაში 1 იანვრიდან შევა, ხელს შეუწყობს ცხოველთა მიკვლევადობას და ხორცპროდუქტების ხარისხის ზრდას.
,,აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ცხოველთა იდენტიფიკაციის პროცესის გააქტიურებას და მიკვლევადობის სრული ჯაჭვის უზრუნველყოფას, რაც საბოლოოდ სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას განაპირობებს”,– განაცხადა პაატა ქურდაძემ.
მისივე ინფორმაციით, შემუშავდება ცხოველთა რეგისტრაციის ახალი, გაუმჯობესებული სისტემის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც გაუმჯობესდება და დაიხვეწება მონაცემთა ელექტრონული ბაზა და მისი მეშვეობით მაქსიმალურად მოკლე დროში შესაძლებელი იქნება ცხოველის შესახებ ინფორმაციის მოძიება. პროექტი შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.