დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის ყვარელში საზაფხულო ბანაკი გაიხსნა
როგორც knews.ge-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია მზექალაშვილმა განუცხადა, ბანაკში სხვადასვა სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ მოზარდებს საშუალება ექნებათ შინაარსიანად დაისვენონ და ამავე დროს ისწავლონ, როგორ იცხოვრონ დიაბეტთან ერთად სრულფასოვნად. პროექტს აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ACTS Georgia”, რომელიც საქართველოში უკვე ოცდახუთი წელია საქმიანობს.