ახალი ამბები

ლაგოდეხში ხანძრის შედეგად 4 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზებისთვის 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ლაგოდეხის გამგებელის კახა ჯამბურიას თქმით, ტყის მასივი მიუვალ ტერიტორიაზეა განლაგებული და დასახლებულ პუნქტამდე ვერ მიაღწია.

,,დაიწვა ბალახი და ბუჩქები. ხანძრის ლიკვიდაცია გვიან ღამით განხორციელდა. სახანძრო სამსახურმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხა”, – განუცხადა knews.ge–ს კახა ჯამბურიამ. 

knews.ge-ს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ვენახებიც დაიწვა.