“Chateau Bruale” – აგროტურისტული ცენტრი ყვარელში
ყვარლიდან 10 კმ-ის დაშორებით მდებარე სასტუმრო, რომელიც ქართულ-ფრანგულმა კომპანია “ქაპ ჯორჯია”-მ ააშენა, ვენახების და თხილის პლანტაციების შუაში დგას, სადაც მისულ ტურისტს ქართული ტრადიციული წესით დაყენებული ღვინის და სამზარეულოს დაგემოვნება შეუძლია. კომპანია, ასევე, აწარმოებს ღვინო ,,ბრუალეს”, რომელიც წელს საუკეთესო ღვინოებს შორის დასახელდა.
კომპანიის დირექტორის, მეღვინე ალექს მოწერელიას ინფორმაციით, აგროტურისტულ სასტუმრო აერთიანებს 7 კეთილმოწყობილი ოთახს, მარანს, ღვინის სადეგუსტაციო დარბაზს, სადაც შესაძლებელია კახური ტრადიციული წესით დამზადებული ღვინოების დაგემოვნება.
,,Chateau Bruale თბილისიდან დაახლოებით 150 კმ-ის სავალ მანძილზეა. ულამაზესი ლანდშაფტი და სასტუმროს მყუდრო გარემო სასიამოვნო დასვენებისთვის ყველა პირობას ქმნის. სწორედ ამიტომ დღითიდღე მეტი ტურისტი მოდის ჩვენთან. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვაწარმოებთ ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინოს, გვაქვს თხილის პლანტაციები, ხეხილი და აქ მოსულ უცხოელ თუ ქართველ ტურისტს შეუძლია დააგემოვნოს, გაეცნოს კერძების მომზადების პროცესს და სხვა,”– განაცხადა ალექს მოწერელიამ.
აგროტურუსტული ცენტრი ყვარელში ვენახსა და მიწის ნაკვეთებსაც ფლობს, მოყვანილი ყუძნით ბიო ღვინოს ამზადებს, რომელიც, მისი მტკიცებით, სხვა კომპანიების პროდუქციისგან ხარისხით დ გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.
,,ვარ ღვინის მოყვარული. მაქვს მიწის ნაკვეთები ყვარელის რაიონში, ქინძმარაულის ზონაში. ამ ყველაფრის დასაწყებად ბიძგის მომცემი მაინც ის იყო, რომ ხორვატიაში ყოფნისას გავიცანი ადგილობრივი ღვინის მწარმოებელი, რომელიც აწარმოებს ღვინოს ქვევრში და სრულად იყენებს ქართულ მეთოდს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩემი წვლილი შემეტანა ქვევრის ღვინის პოპულარიზაციაში და ჩვენი ინტელექტუალური სიმდიდრის დაცვაში. ვაწარმოებ ორი სახის ღვინოს: თეთრს – რქაწითელ-მწვანეს, წითელს – საფერავს. ღვინო გამორჩეულია ჰარმონიულობით და სიმსუბუქით, მიუხედავათ იმისა, რომ ვაწარმოებთ ქვევრში, კახური მეთოდის სრული დაცვით. ,,ბრუალეს” ღვინო ქინძმარაულის ზონაში დაკრეფილი საფერავიდანაა დაყენებული ქვევრში, საკმაოდ დიდხანს, 2 თვე ჭაჭაზე დაყოვნებით, რაც მის გემოვნურ თისებებს განაპირობებს.”
მეღვინე დარგის მიმართლებით არსებულ პრობლემებზეც საუბრობს. მისი თქმით, მეღვინეობის სფეროში მეტი კვალიფიციყრი კადრის ჩართვაა საჭირო, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე მარნების და ბიზნესის განვითარებას და ქართული ღვი8ნის პოპულარიზაციას.
,,მეტი განათლებაა საჭირო სფეროში. ხშირად მქონია შემთხვევა ე.წ. სომელიეები არ გამოხატავენ არანაირ ინტერესს ღვინის მიმართ, მაგრამ როდესაც ვინმე უცხოელი მიუთითებს, მერე რატომღაც დიდ დაინტერესებას იჩენენ. ზოგადად ისევ განათლების პრობლემაა და სხვა პრობლემებიც სწორედ აქედან მომდინარეობს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ხარისხი. ჩემი აზრით, ხარისხის გაუმჯობესებას ალტერნატივა არა აქვს. ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ ნოუ-ჰაუ და არ ჩამოვრჩეთ პროგრესს და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს,’‘- განუხადა knews.ge-ს მეღვინემ.
მეღვინე სამომავლოდ წარმოების გაზრდას და ღვინის უცხოურ ბაზარზე გატანას გეგმავს.