სოფელ ნუკრიანში მე-19 საუკუნის ეკლესია დაარბიეს
როგორც Knews.ge-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, დარბეულია საკურთხეველი, ძირს ეყარა ხატები და საღვთისმსახურო წიგნები. დეკანოზ მირიან ხოხონიშვილის ინფორმაციით, მოპარულია ძვირადღირებული ვერცხლის დიდი ჯვარი, ფეშხუმი და სხვა საეკლესიო ნივთები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ შემთხვევას ადასტურებს. როგორც knews.ge–ს შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს თვითმხილველები და ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები. მათივე ინფორმაციით, მომხდარი ფაქტი არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც გამოძიება არ დაწყებულა.