სარწყავი წყლის უკანონოდ მოხმარებაზე კონტროლი გამკაცრდება
„საქართველოს მელიორაციის” დირექტორის, არჩილ ბუკიას ინფორმაციით, რეგიონებში გაიზრდება გახსნილი სერვისცენტრების ფუნქციური დატვირთვა, რაც აბონენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაძლიერდება მონიტორინგის სისტემა, რომელიც სარწყავი წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენას უფრო ოპერატიულს და ეფექტიანს გახდის.
,,რწყვის სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლასთან დაკავშირებით, საქართველოს მელიორაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, რეგიონებში შეიქმნა საკოორდინაციო შტაბები, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ რწყვის პროცესს. შტაბებში თავს მოიყრის სრული ინფორმაცია, რომლის დამუშვებისა და ანალიზის შემდეგ, ოპერატიულად გადაწყდება სარწყავი წყლის განაწილებისა და მის ეფექტიანი მოხმარების საკითხები. ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა დამატებითი ინფორმაცია მიიღოს რწყვის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ცხელი ხაზის ნომერია: 15 01″, – განაცხადა არჩილ ბუკიამ.