პოლონური სავაჭრო ქსელიდან კონტრაფაქციული ქართული ღვინოები ამოიღეს
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, პოლონეთის ერთ-ერთ სავაჭრო ქსელში აღმოჩენილ, უკრაინაში წარმოებულ ღვინის ეტიკეტებზე დატანილი იყო ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელება – „კახეთი”.
„ევროკომისიის გენერალური დირექტორატის მიერ პოლონეთის სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროსადმი გაცემული მითითების შესაბამისად, პოლონეთის სუპერმარკეტების ქსელში ინსპექტირება განხორციელდა. შედეგად დადგინდა, რომ ღვინო უკრაინაში იყო წარმოებული და იყიდებოდა ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელების („კახეთი”) გამოყენებით, რის შემდგომ, იმიტირებული ქართული ღვინოები გაყიდვებიდან ამოიღეს” – განაცხადა სამანიშვილმა.