ახალი ამბები

ველისციხელი გიორგი ბეროშვილი წოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონი მეოთხედ გახდა

33 წლის ძალოსანი 110 კგ. წონით კატეგორიაში მონაწილეობდა. ველისციხელმა სპორტსმენმა 225 კილოგრამის აწევა შეძლო. 
„ავტოავარიაში მოვყევი თბილისში, 2016 წლის 8 ოქტომბერს. სერიოზული ტრამვა მივიღე. მე რეანიმაციაში ვიყავი მოთვსებული და რამდენიმე ოპერაცია დამჭირდა. სანამ ავარია მოხდებოდა, ვემზადებოდი, რომ ორ კვირაში უნდა წავსულიყავი რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე. ავარიის შემდეგ დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ვერ ვვარჯიშობდი. ტრამვის შემდეგ შეჯიბრებაში პირველად მივიღე მონაწილეობა. მსოფლიო ჩემპიონატისთვის 6 თვის განმავლობაში ვემზადებოდი. ჩემპიონატში ვმონაწილეობდი 110 კილოგრამ წონით კატეგორიაში და 225 კილოგრამი დავძლიე, თუმცა ჩემი რეკორდი გაცილებით მეტია. ჩემს წონით კატეგორიაში კიდევ ოთხი ძალოსანი მონაწილეობდა. ამ ეტაპზე რეაბილიტაციის პროცესში ვარ და ვმკურნალობ“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი ბეროშვილმა. 
მსოფლიო ჩემპიონატი წოლჭიმში თბილისში, 23-25 ივნისს, გაიმართა. ჩემპიონატში აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან, და სომხეთიდან ჩამოსული სპორტსმენები ასპარეზობდნენ.