თუშეთს გენერალური განაშენიანების გეგმა რამდენიმე თვეში ექნება
,,პროექტი საკმაოდ შთამბეჭდავია იქნება და მას აქვს მრავალმხრივი დანიშნულება, უსაფრთხოების, ეთნოკულტურის შენარჩუნების, ტურიზმის განვითარების და სოციალური კუთხით. გეგმაზე მუშაობა 3 თვეა მიმდინარეობს და უახლოეს ხანში დასრულდება. განაშენიანების გეგმა სივრიცითი მოწყობის გეგმასთან ერთად მუშავდება”, – განუცხადა knews.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ბექა ბაიდაურმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შერჩეულმა კომპანია “სტუდია 21”-მა განაშენიანების გეგმა სამუშაოების დაწყებიდან 1 წელიწადში უნდა დაასრულოს.