სოფელ ნუკრიანში ახალგაზრდებისთვის საზაფხულო სკოლა გაიხსნება
როგორც knews.ge–ს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მაია ბიძინაშვილმა განუცხადა, პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები შეისწავლიან ტურისტული გიდის ზოგად უნარ–ჩვევებს, ტურის დაგეგმვისა და მენეჯმენტის ზოგად საფუძვლებსა და ტურისტულ მარშრუტებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას. მისივე ინფორმაციით, საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა ტურისტული ობიექტებისა და საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებსაც შეეძლებათ.
„ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის ტურისტული პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა. პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ნუკრიანში ბევრი ტურისტული ობიექტი დაფინანსდა. საზაფხულო სკოლა იქნება ახალგაზრდებისთვის, რომლებიც შეისწავლიან გიდის უნარჩვევებს. ამ მიმართულებით მათ ჩაუტარდებათ ტრენინგები. გარდა ამისა, საზაფხულო სკოლაში სემინარები იქნება სასტუმროს მეპატრონეებისათვის, რომლებსაც მიეწოდებათ ინფორმაცია მსოფლიოში მომსახურების სტანდარტის შესახებ, როგორ უნდა იმუშაონ ჯგუფებთან. სემინარების გარდა, იქნება ბევრი პრაქტიკული სამუშაო, ასევე, ექსკურსიები“, – განუცხადა knews.ge–ს მაია ბიძინაშვილმა.
საზოფხულო სკოლაში მონაწილეობის საფასური 20 ლარი იქნება. პროექტს აფინანსებს სტრატეგიული განვითარების ცენტრი. პროექტის ღირებულება 8000 ლარია.