სოფლის მეურნეობის მინისტრი გურჯაანში ატმის ექსპორტიორებს შეხვდება
ფერმერების ინფორმაციით, 1 კილოგრამი ატმის ფასი 20-დან 30 თეთრამდე მერყეობს.
,,ისეთი მიზერული ფასი ღირს, რომ აზრი არ აქვს მის გაყიდვას, დანახარჯსაც ვერ ვინაზღაურებთ, რომელ მოგებაზეა საუბარი. მინისტრი თუ შეგხვდება, ჩვენს პრობლემებს გავაცნობთ“, – განუცხადა knews.ge–ს სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებმა გიული მანიაშვილმა.
ატმის ექპორტიორებთან შეხვედრის გარდა, მინისტრი დედოფლისწყაროში ხორბლის მოსავლის აღებას დაესწრება და ზეთისხილის ქარხნას ეწვევა.