სტატიები

ტიბაანში ზეთისხილისა და აჯიკის სულგუნის წარმოება დაიწყება

,,ეს არის ნიგვზიანი აჯიკით, აგრეთვე, წითელი და მწვანე ზეთისხილით დამზადებული სულგუნი. სულგუნი აჯიკით საქართველოშიც არ არსებობს, ასევე, ექსკლუზივია ზეთისხილის ყველიც. ძალიან მიყვარს ახალი კომბინაციების კრეატივი. ჩვენ მიერ დამზადებული ყველის რეცეპტურა ორიგინალი გემოს გამოყვანას ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ახალი სამი სახის ყველი მაქვს შექმნილი, ცოტა ხანში ახალი ტიპის ყველის წარმოებასაც ვგეგმავ.  ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და როგორც ყველის მოყვარული, მუდმივად ვცდილობ ყველის ახალი სახეობების აღმოჩენას”, – ამბობს მეწარმე.
ხატიაშვილი ამბობს, რომ პროდუქცია გამორჩეული იქნება გამოვნური თვისებებით, რომელიც ბაზარზე ყველის ნებისმიერ სახეობას კონკურენციას გაუწევს. მისივე ინფორმაციით, ერთი კილოგრამის სულგუნის ფასი 50 ლარი იქნება. 
,,ჩვენი ყველი დელიკატესის ჯგუფს განეკუთვნება, მისი დამზადება ძალზე შრომატევადია, წარმოება კი მცირე მასშტაბის. 1კილოგრამის სულგუნის საშუალო ფასი 50 ლარით განისაზღვრება”, – აღნიშნავს მანჩო ხატიაშვილი.
ყველის საწარმო „ტიბააური“ კი მისმა პაპამ, ჯემალ ხატიაშვილმა 2008 წელს დააარსა. მეწარმე ყველს თაფლშიც აძველებს. თაფლში ყველის დაძველების იდეა მანჩოს დედას ეკუთვნის. ყველს ორი ტექნოლოგი ერთი კვირის განმავლობაში ამზადებს. მზა პროდუქციის დაძველების პროცესი კი დაახლოებით 50 დღის განმავლობაში მიმდინარეობს. 
,,ჩვენი საწარმო არის ტიბაანში და ყველსაც ამიტომ ჰქვია ტიბაანური. 18 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მე გავიტანე ბაზარზე ტიბაანური ყველი, დისტრიბუციის გზები მე მოვიძიე. საფერავში დაძველებულმა ყველმა ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურა. საფერავში ყველის დავარგება ბიძაჩემის გიორგი ხატიაშვილის იდეა იყო. ამ პროდუქტის ანალოგი საქართველოში არ არსებობს. შრომისმოყვარეობა და ამ საქმის სიყვარული თავიდანვე გამაჩნდა. ვფიქრობთ რაოდენობის გაზრდას, რადგან მოთხოვნილება დიდია. ჩვენ, ხარისხზე ვართ ორიენტირებულნი,“ – ამბობს ახალგაზრდა მეწარმე. 
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე, პროდუქციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანას არ გეგმავს.

ფოტოები: მანჩო ხატიაშვილი