ახალი ამბები

აქციის მონაწილეების დაშლა პარლამენტის უკანა ტერიტორიაზეც დაიწყეს

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაშლა პარლამენტის უკანა ტერიტორიაზეც დაიწყეს.

მათ მოქალაქეების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს, მანამდე კი არაერთხელ გაისმა მოქალაქეების მისამართით გამაფრთხილებელი ხმა რომ დაშლილიყვნენ. მოწოდებების მიუხედავად მოქალაქეები არ დაიშალნენ.

ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი.