ადგილობრივ ბაზარზე ალვანში წარმოებული ბიოპროდუქტები გამოჩნდა
როგორც კოოპერატივის თავმჯდომარე დალი ვეშაგურიძემ knews.ge–ს განუცხადა, სათბურში მოყვანილი ბოსტნეული, კიტრი და პომიდორი ეკოლოგიურად სუფთაა. მეურნეობაში დაავადებებს ბორდოს ხსნარით მკურნალობენ, ხოლო მცენარეებს კი ჭინჭრის ნაყენით კვებავენ.
,,ყველაფერი ნატურალურია, დაავადებებს ბორდოს ხსნარით ვმკურნალობთ და მცენარეებს ჭინჭრის ნაყენით ვკვებავთ. მოსავლის გაყიდვა ძირითადად ჩვენს სოფელში დავიწყეთ. პროდუქტზე მოთხოვნაა, მაგრამ მოსავალი ცოტა. პროდუქტს სოფლის მაღაზიებში ვყიდით და, სავარაუდოდ, რესტორნებსაც ჩავაბარებთ. ბოსტნეულის მსხომიარობა დაახლოებით 3 თვე გრძელდება“, – განუცხადა knews.ge-ს დალი ვეშაგურიძემ.