თელავის თემში კონკურსის მესამე ეტაპზე 46 კანდიდატი გადავიდა
კონკურსის მესამე ეტაპზე 46–მა კანდიდატმა მიიღო მონაწილება. გამგეობაში 6 ვაკანსიაზე 150-მდე განაცხადი შევიდა. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ნინო აფციაურის ინფორმაციით, კონკურსი 15 მაისს გამოცხადდა, გასაუბრების საბოლოო შედეგები კი 10 დღეში გახდება ცნობილი.
,,გამგეობის მიერ კონკურსი გამოცხადებული იყო შემდეგ პოზიციებზე: ადმინისტრაციული სამსახურის, მოქალაქეთა მომსახურების საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო, ადამიანური რესურსების მართვის და საქმის წარმოების განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე, ასევე, ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტის, იურიდიული სამსახურის, ქონების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის, იურიდიული სამსახურის სამართლებრივი ანალიზის განყოფილების წამყვანი სპეციალისტისა და სოფელ ყარაჯლის ტერიტორიულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე. 150 განაცხადიდან გასაუბრების ეტაპი 46–მა კანდიდატმა გაიარა. ამის შემდეგ კომისია იმსჯელებს და მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას, რომელიც წერილობით ეცნობებათ კანდიდატებს’’,– განუცხადა Knews.ge-ს ნინო აფციაურმა.