კახეთის რეგიონში ელჭექს და სეტყვას ვარაუდობენ
,,ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება. დღეს და ხვალ იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსამდე დაიკლებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 2 – 4 ივნისს იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში და ისევ დათბება. აღმოსავლეთ საქართველოში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა”, – აცხადებენ სინოპტიკოსები.