კახეთში ფელამუშის კუბების წარმოება დაიწყება
ბიზნეს იდეა სამ სტუდენტ გოგონას: თინათინ იჩქითს, სალომე ნასრაშვილს და ნონა ნონიაშვილს ეკუთვნით.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის მიზანია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება და მისი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვა.
,,გვქონდა იდეა და დავწერეთ პროექტი, მონაწილეობა მივიღეთ სახელმწიფო პროგრამაში „სტარტაპ საქართველო”, სადაც ჩვენმა ბიზნეს იდეამ გაიმარჯვა და 84 000 ლარით დაგვაფინანსეს. პროექტის ჯამური ბიუჯეტი სულ 94 000 ლარია. ჩვენი მიზანია ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი ქართული პროდუქტის შექმნა, წარმოების პროცესში სხვადასხვა ინოვაცური მეთოდის გამოყენებით”,– განუცხადეს Knews.ge-ს იდეის ავტორებმა.