ახალი ამბები

გურჯაანში უფასო პედიატრიული გამოკვლევები ჩატარდება

აღნიშნული აქცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და
თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკის მხარდაჭერით ჩატარდება.
აქციის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა უფასოდ ისარგებლებს ნეონატოლოგის, პედიატრის, ბავშვთა ქირურგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გასტროენტეროლოგის, ნეფროლოგის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის, ყბა-სახისქირურგის, რადიოლოგის, ექოსკოპისტის კონსულტაციასა და ლაბორატორიულ – ინსტრუმენტალურ გამოკვლევებს.