გურჯაანის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა
ამ ეტაპაზე ზარალის ოდენობა უცნობია. ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით, 8 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
,,განადგურდა ერთწლიანი კულტურები, ბაღჩა–ბოსტნეული. ჯერ არვიცით რა რაოდენობის ზარალი გვაქვს”, – ამბობენ ადგილობრივები.
knews.ge-ს ინფორმაციით, დასეტყვილია სოფელი მელაანი, არაშენდა და ჯიმითის ნაწილი. დეტალურ ინფორმაციას უახლოეს ხანში მოგაწვდით.