ლაგოდეხში მარწყვის ბიო მეურნეობის წარმოება გაფართოვდა
,,სათბურის მშენებლობა, რომელიც დასრულდა ერთი თვის წინ, დაფინანსებულია ენპარდის გრანტით, ორგანიზაციის “ქეა საერთაშორისო კავკასიაში” გამოცხადებული საგრანტო კონკურსის საფუძველზე. ახალ სათბურში დავასაქმეთ ორი ქალბატონი. გადავრგეთ ორი ჯიშის მარწყვი, ესენია – სან ანდრეასი და ალბიონი. მოსავლის მიღება დაიწყება ერთი თვის შემდეგ და წელიწადის ყვეა დროს მათ შორის, ზამთარშიც, იქნება მსხმოიარე. სათბური მოწყობილია თანამედროვე ტექნოლოგიებით – გათბობის და გაგრილების სისტემით”, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი დარეჯანაშვილმა.
ფერმერმა მარწყვის პირველი სათბური 300 კვადრატულ მეტრზე 2016 წელს საკუთარი სახსრებით ააშენა.
,,მარწყვის პირველ იმოსავალი იყო მცირე, შემდეგ ეტაპობრივად მოიმატა მისმა რაოდენობამ. ჩვეულებრივი ჯიშის მარწყვისაგან განსხვავდება ფორმით, ზომით, ვიზუალით, უძლებს ტრანსპორტირებას. ხილს გააჩნია მსხმოიარობა მთელი წლის მანძილზე. სეზონზე მარწყვის შეძენა ლაგოდეხისა და თბილისის სუპერმარკეტებშია შესაძლებელი. ხილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია“, – აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას გიორგი დარეჯანაშვილმა.