ევროპის 21 ქვეყანა მეცხვარეთა ასოციაციის ჩამოყალიბებას გეგმავს
როგორც knews.ge–ს ასოციაციის ხელმძღვანელმა ბექა გონაშვილმა განუცხადა, ევროპის მეცხვარეთა ასოციაციის შექმნა სოფლის მეურნეობის აღნიშნული დარგის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
„ბულგარეთში მეცხვარეთა კონფერენციაზე საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციამ ევროპის მეცხვარეთა ასოციაციის ჩამოყალიბებაზე წამოაყენა ინიციატივა. ასოციაციის შექმნის მიზნებია მეცხვარეობის მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, სოფლის მეურნეობის ამ დარგში ახალგაზრდების ჩართულობა გაიზარდოს. ასოციაცია ჩაატარებს სხვადასხვა სახის ფესტივალს. მაგალითად გაიმართება შეჯიბრი ცხვრების პარსვაში, მოწველაში. ყველა ღონისძიებაში ქართველი ახალგაზრდებს ექნებათ მონაწილეობის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ქართველ მეცხვარეებს ექნებათ შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყნიდან ცხვრის ახალი ჯიშები შემოიყვანონ“, – განუცხადა knews.ge–ს ბექა გონაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ახლო მომავალში ევროპის მეცხვარეთა ასოციაციის წესდებაზე დაიწყება მუშაობა.