ევროკავშირის ბაზარზე მსხვილფეხა პირუტყვის ტყავი გავიდა
„მსხვილფეხა პირუტყვის დაუმუშავებელი ტყავი, მატყლის შემდეგ, მეორე ცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში პირველად გავიდა. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს კეთილსაიმდეოობის აღიარებას,“ – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ დემნა ხელაიამ.
ქართული მატყლი დიდ ბრიტანეთში 2017 წლის იანვარში გავიდა. მსოფლიოში უმსხვილესმა მატყლის მწარმოებელმა კომპანიამ, რომელიც ბრიტანეთში მდებარეობს და მატყლს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან იბარებს, პროდუქციის ხარისხი დადებითად შეაფასა. 2016 წლის დეკემბერში კი ევროკავშირმა დაასრულა ფორმალური პროცედურები და ქართული თაფლის გატანა ევროპის ბაზარზე უკვე შესაძლებელია.