პანკისი ხეობაში სასათბურე სადემონსტრაციო ნაკვეთები მოეწყო
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.
,,პანკისის ხეობაში დღეს უკვე გვაქვს რამდენიმე წარმატებული მაგალითი, რომელიც დაფინანსებულია, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ, ხოლო მეორე მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). მნიშვნელოვანია აღინიშნის, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა კოორდინაცია დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებსა და სახელმწიფოს მიერ წახალისებულ პროექტებს შორის, რაც ხელს უწყობს თანხის უფრო ეფექტიან ხარჯვას”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
პროექტი ტექნიკურ დახმარებას უწევს რეგიონის ცნობადობის გაზრდას პანკისის ხეობაში წარმოებული პროდუქციის ბრენდის ფორმირებისა და ადგილობრივი ტურიზმის განვითარების გზით.
,,პანკისის ხეობის ოთხივე თემში მოსახლეობას დახმარებას ვუწევთ საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის გზით”, – ამბობს დონორ ორგანიზაციის Zrda–ს წარმომადგენელმა დაგლას ბოლისმა.