15 ათას ლარამდე გრანტის მისაღებად ბიზნეს იდეების რეგისტრაცია დაიწყო
პროგრამა მიზნად ისახავს რეგიონული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას; შემოსავლების ათვისებას; თანამედროვე ბიზნესპრაქტიკის დამკვიდრებას; დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და რეგიონის მკვიდრთა შემცირებული მიგრაციას. პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იყო, ხანგრძლივობა კი 26 თვე.
კონკურსში მონწილეობის მსურველებს 31 მაისის ჩათვლით ბიზნესიდეების რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.qartuli.ge შეუძლიათ.
,,კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ახალი ბიზნესის წამოწყება ან არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღება სჭირდება. გამარჯვებულებს ჩაუტარდებათ ტრეინინგი მეწარმეობის შესახებ, რომელიც მოიცავს ბიზნესგეგმის მომზადების საკითხებსაც; ბიზნესგეგმების კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებულთანადაფინანსებას და ჩაუტარდებათ როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ტრეინინგები”, – განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.
პროგრამა ერთ მეწარმე სუბიქეტს მაქსიმუმ 5000 ლარით დააფინანსებს. ორი მეწარმე სუბიექტის გაერთიანების შემთხვევაში გათვალისწინებულია არაუმეტეს 10 000 ლარი, ხოლო სამი მეწარმე კი დაფინანსების მაქსიმალურ თანხას, 15 000 ლარს მიიღებს.
პროგრამას კახეთში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი ახორციელებს.