ახალი ამბები

ბერტაშვილის მუზეუმი ახალგაზრდულ კინოჩვენებებს მასპინძლობს

ახალგაზრდებისათვის კინოჩვენებები თვეში ორჯერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ფიზიოლოგ  ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზემის  დარბაზში  იმართება. პროექტი  ,,ქალთა სოციალიზაციის კინო-კლუბი ვეჯინის თემის გაძლიერებისთვის’’ ფარგლებში მიმდინარებს  არასამათავრობო ორგანიზაცია ,, ორბელიანი საქართველოს’’  მხარდაჭერით. 

მიმდინარეობს როგორც ქართული, ასევე უცხოური მხატრული და დოკუმენტრი ფილმების ჩვენება.  ფილმების დასრულების შემდეგ იმართება დისკუსია გენდერულ საკითხებზე,  სადაც აქტიურ მონაწილეობას იღებენ  ქალბატონები და  მამაკაცები. 

პროექტის ხელმძღვანელმა თამარ ფურცელაძემ knews.ge -ს განუცხადა, რომ  „პირველის ფილმის ჩვენებამ დიდი ინტერესეი გამოიწვია პატარებში და მას შემდეგ  ორი სეანსი იმართება მუზეუმში: ჯერ ცნობილი რეჟისორების  საბავშვო მხარტვრულ ფილმებს უცქერენ პატარები და შემდეგ უფროს მაყურებელს უთმობენ დარბაზს. მაყურებელმა უკვე ნახა მხატრული ფილმები ,,გრძელი ნათელი დღეები“, ,,უდაბნოს ყვავილი“ და ,,დინოლა“.

პროექტის ორგანიზატორი ამბობს, რომ  სოფლად კინოჩვენებები  მოსახლეობას ნეგატიური  სტერეოტიპების დაძლევაში ეხმარება. აგრეთვე, მათ გენდერული თანასწორობის პრინციპებსა და ქალთა უფლებებზე ცნობიერების ამაღლებაში უწყობს ხელს. კინოჩვენებები ზაფხულშიც გაგრძელდება.

 ფოტოზე: თათია ფურცელაძე.