კახეთში ადრეული ჯიშის მარწყვის კრეფა დაიწყო
კახელი ფერმერების ინფორმაციით, ადრეული ჯიშის 1 კილოგრამი მარწყვის ფასი 5 ლარამდე, ხოლო სანანდრეასის საბაზრო ფასი 8 ლარამდე მერყეობს.
,,ხილის მოთხოვნა მაღალია ადგილობრივ ბაზარზე. ამ ეტაპზე, ადრეული ჯიშის მარწყვის ფასი უფრო დაბალია, ვიდრე სათბურში მოყვანილის ფასი”, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ნოდარ გამყრელიძე.
თემურ ტერტერაშვილს სანანდრიასის, ალბიონისა და რუბიგენის ჯიშის მარწყვი სათბურში თანამედროვე მეთოდებით მოჰყავს. რიტერტერაშვილმა მოსავლის გაყიდვა უკვე დაიწყო. ფერმერი იმედოვნებს, რომ მარწყვის რეალიზაცია არ გაუჭირდება.
,,სანანდრეასის ჯიშის მარწყვის კრეფა დაწყებულია. დაახლოებით, 1 თვის წინ მისი ფასი 15 ლარამდე იყო, თუმცა ეხლა 8 ლარამდეა. ეს ჯიში თითქმის 10 თვის განმავლობაში იძლევა მოსავალს. მომგებიანია და გემოვნური თვისებებითაც გამორჩევა. ხილის ერთი ძირიდან კი თითქმის ერთ კილოგრამამდე მარწყვი იკრიფება”, – განუცხადა knews.ge-ს თემურ ტერტერაშვილმა.
ექსპერტების ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე კენკროვან კულტურებზე დიდი მოთხოვნაა, შესაბამისად, პროდუქტის ბაზარზე რეალიზაცია პრობლემას არ წარმოადგენს.
,,მაგალითად, გურჯაანში ძირითადი წამყვანი კულტურებია მევენახეობა, მეღვინეობა, მეხილეობა. ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში ვითარდება კენკროვანი კულტურების მოყვანა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მარწყვი დაახლოებით 350 ჰექტარზეა გაშენებული. მნიშვნელოვანია მოთხოვნადი პროდუქციის მოყვანა და გაშენება, რადგან ფერმერებს რეალიზაციის პრობლემა არ ექნებათ”, – განმარტავს knews.ge-სთან გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის, ივანე ბასილაშვილი.
ფერმერები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, ადრეული ჯიშის მარწყვის კრეფა გახშირებული არ არის. მათი განცხადებით, ხშირი წვიმები ხილის დროულად დამწიფებას უშლის ხელს.
,,უამინდობა ხილის დამწიფებას ხელს უშლის. წინა კვირას ღამეს რეგიონში ხეხილი მოიყინა. დაზიანებულის მარწყვის, კარტოფილისა და ვაზის ყლორტები, ვაშლატამას მრავალწლიანი ნარგავები და სხვა”, – განმარტავს ნოდარ გამყრელიძე.
როგორც ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ აპრილის ბოლო დღეებში ღამით – 2 გრადუსი ყინვა დაფიქსრიდა. ადგილობრივები შიშობენ, ჰაერის ასეთი ვარდნის გამო შესაძლოა მოსავალიანობა შემცირდეს. აგრონომები მევენახეებსა და ფერმერებს რჩევებს აძლევენ, როგორ უნდა დაიცვან გაზაფხულზე ჰაერის ტემპერატურის მკვეთრად ვარდნისას მცენარეები დაზიანებისგან.
,,დროის შერჩევა – დასაბოლებელი ცეცხლი დაანთეთ გამთენიისას, როდესაც ჰაერში ყველაზე დაბალი ტემპერატურის დაფიქსირდება. მასალის შერჩევა – დასაწვავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩალა და ნამჯის ანარჩენი. აუცილებელია, მასალა დიდი რაოდენობით კვამლს გამოყოფდეს. მასალის განთავსება – დასაწვავი მასალა განათავსეთ ნაკვეთის თავში, შუაში და ბოლოში. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ცეცხლი არ უნდა მოეკიდოს მცენარეს. ცეცხლის დანთება – აკონტროლეთ, რომ კვამლი ყველა ხესთან იყოს, რათა რომელიმე არ წაიყინოს. მცენარის დაბოლება განაგრძეთ მანამ, სანამ ტემპერატურა არ აიწევს 00-ზე ზემოთ”, – წერი traktor.ge.