ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ქურციკის პოპულაციის აღდგენის პროგრამა ხორციელდება
როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაცული ტერიტორიების ეკოსისტემის განვითარებისთვის 4 წლის განმავლობაში აზერბაიჯანიდან 53 ქურციკი შემოიყვანეს.
პროგრამის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის რეგიონულ დირექტორი გიორგი სანადირაძე. მინისტრის თქმით, ქურციკის პოპულაციის აღდგენა ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანია.
პროექტი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის დახმარებით, 2013 წლიდან ხორციელდება.