დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობასთან ერთად პარტიაც დატოვა
,,ჩემი თანამდებობიდან წასვლის მიზეზები თანაგუნდელებთან უთანხმოება გახდა. თანამდებობა დავტოვე პირადი განცხადების საფუძველზე “, – განუცხადა knews.ge-ს ჯავახიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯავახიშვილის გადადგომა წინასაარჩევნო კამპანიას და დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი შიოლაშვილთან დაპირისპირებასა და წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება. კანონმდებლობის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი მოადგილე, ნუგზარ პაპიაშვილი შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ზვიად ჯავახიშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ 2014 წელს დაინიშნა.