2016 წელს კახეთში განქორწინების 676 შემთხვევა დარეგისტრირდა
ეს მაჩვენებლი 2015 წელთან შედარებით 13,9 %-ით შემცირდა. ოფიციალური მონაცემებით, სულ დაფიქსირდა 9 539 განქორწინების შემთხვევა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4,7 %-ით მეტია. გასულ წელს კახეთის რეგიონში 1 936 ქორწინება და 676 განქორწინება დარეგისტრირდა.
2016 წელს წინა წელთან შედარებით 10 წლამდე ხანგრძლივობის ქორწინებებში განქორწინებათა რიცხვმა მოიმატა 6,7 %-ით. განქორწინებათა საერთო რაოდენობაში 1 წლამდე ხანგრძლივობის ქორწინებების წილი ყველაზე მაღალია და 8,8 %-ს შეადგენს.