გოჩა ღაღაშვილი თელავში ცივის ყველის 9 სახეობას აძველებს
10 წელია, რაც გოჩა ღაღაშვილს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ყველის ბიზნესი აქვს. ღაღაშვილმა საოჯახო ბიზნესი აქცია მზარდ წარმოებად, სადაც 18 ადგილობრივია დასაქმებული.
საწარმოში პროდუქტის უსაფრთხო, მაღალტექნოლუგიური წარმოების დანერგვის მიუხედავად, ყველის რეალიზაცია კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. მეწარმე ამბობს, რომ ,,ცივის ყველის“ დავარგებული ცხრა სახეობა გემოვნური თვისებებით უნიკალურია.
,,10 წლის წინ 20 ლიტრი რძით მამასთან ერთად დავიწყე ბიზნესი. რძე რომ იყიდებოდა, მომეცა სტიმული, რომ გამეფართოებინა საქმე. 2002 წელს ავაშენეთ მინი საწარმო. ვაწარმოებდით მხოლოდ ტრადიციულ და შებოლილ სულგუნს. ამ პერიოდში იტალიელი პროფესორის ლორენცო ვენცის დახმარებით, გავემგზავრე იტალიაში, სადაც ვისწავლე იტალიური ყველის ,,მოცარელა“ წარმოება. შემდეგ იაფი სესხის ფარგლებში საწარმო ტექნოლოგიურად აღვჭურვე. ჩემს აბიტურიენტ შვილს ვასწავლი ყველის დამზადების ტექნოლოგიას“, – განუცხადა knews.ge–ს ღაღაშვილმა.
საწარმოში 9 ტიპის ყველის 25 ნაირსახეობა მზადდება. მეწარმე წელიწადში 2 ტონამდე დაფასოებულ ყველს ყიდის. ამჟამად ღაღაშვილი ყოველდღიურად 1300 ლიტრ რძეს აწარმოებს.
,,ოჯახური ბიზნესი ვაქციეთ წარმოებად, სადაც დასაქმებული მყავს 18 ადგილობრივი მოსახლე, სოფლის მკვიდრი. მიუხედავად იმისა, რომ დაძველებული ყველის ფასი შედარებით ძვირადღირებულია, ჩვენი პროდუქტი მოთხოვნადია. სურსათის უვნებლობის კუთხით საწარმო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ჩამოტანილი გვაქვს ახალი დანადგარები, ვაუმჯობესებთ პირობებს, გვპირდებიან ბაზრების გაფართოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მომავალში გაიზრდება მუშა ხელის დასაქმება და, ასევე, წარმადობაც. მომავალი წლისთვის დღეში 2 ათას ლიტრ რძეს გადავამუშავებთ. თვითღირებულება გვიჯდება ძვირი, შესაბამისად ყველის საშაულო ფასი 15 ლარიდან იწყება,“, – განმარტავს ღაღაშვილი.
საწარმოს თანამშრომელი გიორგი ღაღაშვილი ამბობს, რომ ყველი დაძველების პროცესი დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში სპეციალურად მოწყობილ ოთახში მიმდინარეობს. მზა პროდუქტს დისტრიბუციას თავად საწარმო უწევს.
,,გვაქვს ქართული წესით საფერავში დავარგებული ქართული პრესილი ყველები. გვაქვს მაგალითად, ჭაჭაში, საფერავში დავარგებული, სხვადასხვა სანელებლებით, კაკაოში მომზადებული ყველი. პეოდუქტის დაძველების მინიმუმი არის თვენახევარი. დასაძველებელ ოთახში ყველს დამუშავება ჭირდება, გადატრიალება, გასუფთავება’’, – ამბობს საწარმოს თანამშრომელი.
საწარმოს HACCP-ის მეჯერი თამარ ჭინჭარაული აღნიშნავს, რომ პროექტის ,,MOLI კახეთში“ ფინანსური დახმარებით საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების HACCP-ის სისტემა დანერგეს. ჭინჭარაულის ინფორმაციით, საწარმო უახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს.
,,პროდუქტი უსაფრთხოა, ყველი გადის ლაბორატორიულ შემოწმებას სისტემატურად. რძე გვაქვს ძვირადღირებული. ჩვენ ვთანამშრომლობთ ფერმებთან, რომლებსაც ევროსტანდარტის რძე აქვთ. სისტემატურად ვიღებთ გამოფენებზე მონაწილებას. რაც უფრო ძველდება ყველი, სპეციფიური გემო ეძლევა, მიირთმევა თეთრ თუ შავ ღვინოსთან ერთად. დამზადებულ ყველს ვჭრით 250 გრამის ოდენობით და ვაფასოებთ ორიგინალური შეფუთვით“, – ახცადებს თამარ ჭინჭარაული.
ექსპერტები მეწარმეებს ურჩევენ გაატარონ ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ითვალისწინებს ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ დოკუმენტი, რაც ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქტის დამკვიდრების მთავარი წინა პირობაა.
,,ასოცირების შეთანხმება გრძელვადიანი დოკუმენტია, რომლის ეფექტებსა და შედეგებს საქართველო მოქალაქეები მომავალში იგრძნობენ. ქართულმა პროდუქციამ უნდა დააკმაყოფილოს ყველა ის სტანდარტი და მოთხოვნა, რომესაც ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სტანდარტები ითვალისწინებს. სანამ პროდქტი ევროკავშირის ბაზარზე შევა, მოწმდება ყველაფერი, თუ რამდენად აკმაყოფილებს მის მაღალ მოთხოვნებს უვნებლობის თავლსაზრისით. პროდქუტი უნდა იყოს კონკურენტურიანი. ეს არის კომპლექსური საკითხი. საქართველოში მუშაობენ იმ კანონმდებლობაზე, რაც ევროკავშირთან დაგვაახლოებს, რადგან აქ გაყიდული პროდუქციაც უნდა იყოს მაღალი სტანდარტების. როდესაც დავაკმაყოფილებთ მოთხოვებს, მაშინვე გაიოლდება ჩვენი მეწარმეების ურთიერთობები, ადვილად განთავსდება ჩვენი პროდუქტი და მოიძებნება ბაზრები ჩვენთვის. საშუალო ბიზნესს ევროკავშირი ეხმარება საქართველოში, ხარჯავს ფინანსებს, ასოცირების ხელშეკრულების უოირატესობებს უფრო მეტად გამოვიყენებთ, კერძოდ, ბაზარზე გვექნება თავისუფალი შესვლის უფლება“, – განუცხადა knews.ge-ს ,,ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილმა.
მეწარმე გოჩა ღაღაშვილი სამომავლოდ, ყველის წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას აპირებს.