ახალი ამბები

კოლეჯ აისის ლაგოდეხის ფილიალის მშენებლობა მაისში დასრულდება

,,სწავლებისათვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ინფრასტრუქტურა. კოლეჯმა გაიარა ავტორიზაცია და ამჟამად ავტორიზებულია 49 პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამა. ამჟამად მიმდინარეობს ლაგოდეხის განყოფილების რეაბილიტაცია, რომელიც მაისში დასრულდება. იგეგმება კაჭრეთში სასწავლო სახელოსნოებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ განათლების ხარისხის ევროპული მოდელის (EFQM) დანერგვისათვის. კოლეჯის სტრატეგიული გეგმის შემუშავებისათვის, ასევე, ვთანამშრომლობთ გაეროს განვითარების პროგრამასთან. ამჟამად მიმდინარეობს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საგაზაფხულო მიღება, რომელიც 8 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. საბუთები მიიღება როგორც კაჭრეთის, ასევე დედოფლისწყაროსა და ალვანის განყოფილებებში”, – განუცხადა knews.ge-ს მალხაზ ასლამაზიშვილმა.