ტარიბანას საძოვრებზე ხორცის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ივრის ზეგანის პატრიოტების ფერმაში 5000 ცხვარია, სეზონურად საწარმოში 20-25 ტონა მატყლს და 40 ტონა ხორცს აწარმოებენ. პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე.
,,მეცხვარეობის დარგი საქართველოს სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ კონკრეტულ საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული. უკანასკნელ წლებში ქართულ ცხვარზე გაზრდილია მოთხოვნა არაბული ქვეყნების მხრიდან. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოდან განხორციელდა 400 ათასამდე სული ცხვრის ექსპორტი; აქედან 255 ათასი სული ცხვარი ექსპორტირებულია არაბულ ქვეყნებში. გარდა ამისა, ევროკავშირთან მიღწეული შესაბამისი შეთანხმებით, საქართველო დაემატა ე.წ. მესამე ქვეყნების სიას და უკვე შესაძლებელია ქართული მატყლის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი. ჩვენ გვექნება პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ცხვრის ყველის წარმოებას, რაც დამატებითი შემოსავალი იქნება ჩვენი მეცხვარეებისთვის”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.