სტატიები

ევროკავშირის ბაზარი – თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივები

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების შესახებ ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს მოიცავს და საქართველოსთვის ევროპის ბაზარს ხსნის. 
როგორც knews.ge–ს საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორმა, პაატა გაფრინდაშვილმა განუცხადა, თავისუფალი ვაჭრობის სიკეთეების შესახებ საზოგადოების ნაწილი ინფორმაციას არ ფლობს. გაფრინდაშვილი ფიქრობს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველაზე მთავარი მოსახლეობის ინფორმირება და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მაღალი ჩართულობაა საჭირო. მისივე თქმით, DCFTA საქართველოს აძლევს საშუალებას ეტაპობრივად მიიღოს საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება.
,,მწირია ცოდნა, თუ რა გზებითაა შესაძლებელი კონკრეტული სიკეთეების მიღება. უნდა გააქტიურდეს ადგილობრივი თვითმმართველობა, რომ მეწარმეებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია. ასევე, მნიშვენლოვანია ადგილზე კადრების მომზადება იმისათვის, რათა ყველაფერი ცენტრალიზებულად არ ხდებოდეს. კვალიფიციურმა ხალხმა ადგილზე უნდა გაუწიოს ადგილობრივ მეწარმეს კონსულტაცია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მივიდეს მოსახლეობამდე კარდაკარის პრინციპით. საუბარია წვრილ და საშუალო ფერმერებზე, რომლებსაც არ აქვთ ფინანსური საშუალება, დაიქირავოს ორგანიზაციაში კერძო ტრენერი“, – განმარტავს გაფრინდაშვილი.
,,ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ასოცირების შეთანხმება გრძელვადიანი დოკუმენტია, რომლის ეფექტებსა და შედეგებს საქართველო მოქალაქეები მომავალში იგრძნობენ. კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ ქართულმა პროდუქციამ უნდა დააკმაყოფილოს ყველა ის სტანდარტი და მოთხოვნა, რომესაც ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სტანდარტები ითვალისწინებს.
,,ევროკავშირის ბაზარზე დასამკვიდრებლად საჭიროა ევროკავშირის არასატარიფო ბარიერების გადალახვა, პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სტანდარტებს. სანამ პროდქტი ევროკავშირის ბაზარზე შევა, მოწმდება ყველაფერი, თუ რამდენად აკმაყოფილებს მის მაღალ მოთხოვნებს უვნებლობის თავლსაზრისით. პროდქუტი უნდა იყოს კონკურენტურიანი. ეს არის კომპლექსური საკითხი. საქართველოში მუშაობენ იმ კანონმდებლობაზე, რაც ევროკავშირთან დაგვაახლოებს, რადგან აქ გაყიდული პროდუქციაც უნდა იყოს მაღალი სტანდარტების. როდესაც დავაკმაყოფილებთ მოთხოვებს, მაშინვე გაიოლდება ჩვენი მეწარმეების ურთიერთობები, ადვილად განთავსდება ჩვენი პროდუქტი და მოიძებნება ბაზრები ჩვენთვის. საშუალო ბიზნესს ევროკავშირი ეხმარება საქართველოში, ხარჯავს ფინანსებს, ასოცირების ხელშეკრულების უოირატესობებს უფრო მეტად გამოვიყენებთ, კერძოდ, ბაზარზე გვექნება თავისუფალი შესვლის უფლება“, – განუცხადა knews.ge-ს კახა გოგოლაშვილმა.
მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდაზე მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძეც. იგი რეგიონებში ინფორმაციული ვაკუუმზე საუბრობს. 
,,ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ხელმოწერილია ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროპასთან. ამასთან დაკავშირებით გვაქვს ერთი მნიშნელოვანი პრობლემა, რომ რეგიონებში ინფორმაციული ვაკუუმია, ძირითადად ეს ეხება მცირე მეწარმეებს. მაგალითად, საოჯახო ბიზნესი ვერ ისარგებლებს ამ სიკეთით, ისევე როგორც მსხვილი ბიზნესი“– განუცხადა knews.ge–ს მაია მელიქიძემ. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სერგი კაპანაძე განმარტავს, რომ გასულ წლებთან შედარებით ამჟამად ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან პროდუქცია უფრო დიდი რაოდენობა გადის ექსპორტზე. 
,,ექსპორტი გაიზარდა, მეტი პროდქცია გადის, მაგალითად, თხილი, მოცვი, ღვინო და სხვა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ. მოგვიწევს სტანდარტების ამაღლება, რათა გავიტანოთ მეტი დასახელების პროდუქტი, რაც კიდევ უფრო გახსნის ევროკავშირის ბაზარს ჩვენი პროდუქციისთვის“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას კაპანაძე.
დარგის ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უპირველეს ყოვლისა საჭიროა მოსახლეობის, სოფლის მეურნეობაში ჩართული მოქალაქეების ინფორმირების გაზრდა. უნდა შეიქმნას მეტი ინფორმაციული ვებ-გვერდი ყველა სეგმენტისთვის და ამ მიმართულებით დაიგეგმოს სხვადასხვა სახის ცნობიერების ამაღლების კამპანია. ბიზნეს სექტორი კი ყველა სოფელში საინფორმაციო ცენტრების გახსნის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. 
,,თავისუფალი ვაჭრობის კუთხით ინფორმაცია არ გვაქვს. ვშრომობთ, მაგრამ ჩვენი პროდუქცია ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რასაც ითხოვს ევროკავშირი. ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ ამ მოთხოვნების შესრულებაზე, მაგრამ ამისთვის მეტი ცოდნა გვჭირდება, რასაც ვერავინ გვაძლევს. უნდა შეიქმნას საინფორმაციო ქსელი, სადაც ჩაატარებენ სემინარებს ყველა იმ საკითხზე, რაც სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულებს გვჭირდება, რაც დღემდე არ ხდება, ჩვენ კი ვერაფერს შევძლებთ დაუხმარებლად და ვერც სხვა ბაზრებზე გავიტანთ ჩვენს პროდუქტებს“, – აცხადებენ knews.ge-სთან საუბრისას წვრილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.