თელავში განათლების, პროფესიული განვითარებისა და დებატების ლექცია ჩატარდება
ინტერნიუსი-საქართველო იწვევს კახეთის რეგიონის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და სტუდენტ-ბაკალავრებს ღონისძიებაზე „ევროპული კაფე,“ რომლის ფარგლებშიც ჩატარდება ლექცია-ტრენინგი თემაზე „ახალგაზრდების განათლება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.“
,,ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები შეიძენენ საჯარო თემებზე მსჯელობის და კამათის უნარს, განიხილავენ განათლებისა და ახალგაზრდების პროფესიული განვითარების პრობლემებს, გაეცნობიან საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს.
ლექცია – ტრენინგს ჩაატარებენ განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი რევაზ აფხაზავა და საერთაშორისო განათლების ცენტრის პროგრამების ხელმძღვანელი და Education USA-ს მრჩეველი დალი ხომერიკი.
ღონისძიება ტარდება პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვაში და უკრაინაში“ ფარგლებში, რომელსაც ინტერნიუსი-საქართველო ახორციელებს ინტერნიუს ნეტვორკთან ერთად აშშ მთავრობის დაფინანსებით. პროექტის მიზანია გაზარდოს ხარისხიანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და განავითაროს დამოუკიდებელი მედია საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში”, – აცხადებენ ღონისძების ორგანიზატორები.
ღონისძიება 4 თებერვალს, 12:00-დან 16:00 საათამდე გაიმართება თელავში. ღონისძიების მხარდამჭერია თელავის მედია კაფე.