ახალი ამბები

გარემოს დაცვის მინისტრი წნორში შეხვედრას გამართავს

შეხვედრა 3 თებერვალს 15:00 საათზე (თავისუფლების ქუჩა #10) დაიწყება.
,,ცოდნის კაფეს” დამფუძნებელის, ნანა ბაგალიშვილის თქმით, შეხვედრის პირველ ნაწილში გიგლა აგულაშვილი ნარჩენების მართვის საკითხებზე პრეზენტაციას გააკეთებს, ის ასევე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს, ასევე გაიმართვება დისკუსია.
,,შეხვედრის სტუმრებს ცოდნის კაფე უმასპინძლებს. შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა გაირონ რეგისტრაცია: https://goo.gl/72hZ3p.
ცოდნის კაფე არის “სამოქალაქო ინიციატივა – Civic Initiative”-ს სოციალური საწარმო და აერთიანებს 4 კომპონენტს – წიგნების მაღაზიას, მულტიმედია ბიბლიოთეკას, კაფესა და არაფორმალური განათლების ცენტრს. “ცოდნის კაფე” სექმტემბერში გაიხსნა “ბავშვთა და ახლაგაზრდობის განვითარების ფონდისა” და “სამოქალაქო განათლების ფონდის მხარდაჭერით”. კაფეს არაფორმალური განათლების კომპონენტის პროგრამებს მხარს უჭერს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი,”–განაცხადა ,,ცოდნის კაფეს” დამფუძნებელმა ნანა ბაგალიშვილმა.