ქართული ყურძნის წიპწის ზეთი ჩინეთსა და გერმანიაში გაიყიდება
კომპანია ,,მეღვინეობა ხარებას” წარმომადგენლების განცხადებით, პირველად საქართველოდან ჩინეთის ბაზარზე წიპწის ზეთს მათი კომპანია წარადგენს, პროდუქცია გერმანიაშიც გაიყიდება.
”წიპწის ზეთის მიმართ დაინტერესება დიდია. პროდუქციას ჩინეთსა და გერმანიაში დიდი რაოდენობით, პერმანენტულად გავიტანთ. ჩვენი პროდუქციის მიმართ ძალიან დიდი დაინტერესებაა ბალტიის ქვეყნებიდან, ესტონეთიდან, ლიტვიდან და ლატვიიდან. წიპწის ზეთის ექსპორტზე გატანას ამ ქვეყნებშიც ვფიქრობთ”, – განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა.
ყურძნის წიპწის ზეთი როგორც მედიცინაში, ასევე კოსმეტიკასა და საკვები პროდუქტების მომზადებაში გამოიყენება.