ახალი ამბები

სოფელ ბაკურციხეში რეაბილიტირებული კულტურის ცენტრი გაიხსნება

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, კულტურის ცენტრში დაგეგმილია სამრევლო სკოლის, აგროსკოლის, ქართული ტრადიციული სამრეწველო საამქროებისა და სახელოსნოების ამუშავება. ასევე, განსაზღვრულია სივრცე ბიბლიოთეკისთვის, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზებისთვის. პროექტის ფარგელბში გამოიცვალა შენობის სახურავი, მოწესრიგდა ელექტრო და წყალმომარაგების ქსელი, დამონტაჟდა გათბობა-ვენტილაციის სისტემები და კეთილმოეწყო ეზო. სამუშაოების ღირებულებამ 2 მილიონ ლარს გადააჭარბა.
დღეს რეაბილიტირებული კულტურის ცენტრი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გალაქტიონ ბუაძემ და მისმა მოადგილემ დავით ტაბიძემ დაათვალიერეს.
“70-იან წლებში აშენებულ კულტურის ცენტრს დღემდე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. შედეგად, შენობა მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან და 90-იანი წლებიდან აღარ ფუნქციონირებს”, – განაცხადეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.