გომბორის უხელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპოტის მოძრაობა თავისუფალია
როგორც knews.ge-ს თელავის საგზაო სამმართველოს უფროსმა თამაზ აბდულაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ მონაკვეთზე მოცურების საწინააღმდგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი აღარ მოქმედებს და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„გომბორის გუღელტეხილზე აღარ თოვს და გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. ვაზინი-გომბორი-თელავის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტს შეუძლია გადაადგილება. შეზღუდვები აღარ მოქმედებს“, – განუცხადა knews.ge-ს თამაზ აბდულაშვილმა.