კახეთის რეგიონში ჰაერის ტემპერატურა –10 გრადუსამდე დაეცემა
,,31 იანვარს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. მთიან რაიონებში -15, -18, მაღალმთაში -22, -25 გრადუსამდე დაეცეს”, – განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
ძლიერი ყინვა რეგიონში რამდენიმე დღე შენარჩუნდება, 1–ელ თებერვალს კი ითოვებს. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას 2 თებერვლიდან ვარაუდობენ.